ორი მეუღლე, ხმაურიანი განქორწინება და კარიერა უკრაინაში – ვინ არის ქართველი ფეხბურთელი და­ვით ხო­ჭო­ლა­ვა – Marao

სპორ­ტულ სამ­ყა­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კვლა­ვაც დი­დია. ამ­ჯე­რად ნაკ­რე­ბის ცენ­ტრა­ლურ მცველ­ზე, და­ვით ხო­ჭო­ლა­ვა­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში თა­მა­შობს. სპორ­ტსმე­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­ო­ნი ევ­როა.
თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა ხო­ჭო­ლა­ვამ კა­რი­ე­რა “სა­ბურ­თა­ლო­ში”, თავ­დამ­სხმე­ლის რან­გში და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­მა­ში დაც­ვა­ში გა­აგ­რძე­ლა.
2011 წელს ხო­ჭო­ლა­ვა თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­ში” გა­და­ვი­და. ის ასე­ვე თა­მა­შობ­და ფო­თის “კოლ­ხეთსა” და ქო­ბუ­ლე­თის „შუ­ქუ­რა­ში“.
2015 წლის ზა­ფხულ­ში კონ­ტრაქ­ტი ოდე­სის “ჩორ­ნო­მო­რეც­თან” გა­ა­ფორ­მა და სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბის მუდ­მი­ვი წევ­რი გახ­და. 2017 წლის მარ­ტში უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ­ლი­გის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში ითა­მა­შა.
2017 წლის აპ­რილ­ში დო­ნეც­კის “შახ­ტარ­მა” და­ა­დას­ტუ­რა, რომ ხო­ჭო­ლა­ვამ კლუბ­თან ხუ­თწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა, სა­დაც ბო­ლომ­დე თა­მა­შობ­და. 2021 წლის 6 ივ­ლისს კი და­ნი­ის სუ­პერ­ლი­გის გუნ­დ “F.C. კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში” ოთხწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით გა­და­ვი­და. ერთ თვე­ში კლუ­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი გოლი გა­ი­ტა­ნა. 2022 წლის 22 მა­ისს კლუბ­თან ერ­თად მო­ი­გო და­ნი­ის სუ­პერ­ლი­გა.
და­ვით ხო­ჭო­ლა­ვას დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2017 წლის 23 იან­ვარს უზ­ბე­კეთ­თან ამ­ხა­ნა­გურ მატჩში შედ­გა.
2020 წელს მა­შინ­დე­ლი დო­ნეც­კის “შახ­ტა­რის” ფეხ­ბურ­თე­ლი “მის უკ­რა­ი­ნის” კონ­კურ­სის ფი­ნა­ლისტზე, იუ­ლია სი­დო­რენ­კო­ზე და­ქორ­წინ­და. რო­გორც მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერ­და, უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლის გუ­ლის­თვის და­ვით ხო­ჭო­ლა­ვა პირ­ველ მე­უღ­ლეს და­შორ­და.
“სწო­რედ სი­დო­რენ­კოს გამო მი­ა­ტო­ვა ხო­ჭო­ლა­ვამ მე­უღ­ლე, ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ალი­ნა, რო­მელ­ზეც 2018 წლის მა­ის­ში იქორ­წი­ნა”, – აღ­ნიშ­ნავ­და გა­მო­ცე­მა.
პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლი სპორ­ტსმენ­მა პა­რიზ­ში გა­და­ი­ხა­და. ალი­ნამ მე­უღ­ლის გვა­რი მი­ი­ღო და ალი­ნა ხო­ჭო­ლა­ვა გახ­და. ასე იყო ის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც, სა­დაც ქარ­თველ ქმარს რო­მან­ტი­კულ პოს­ტებს უძღვნი­და.
მე­ო­რე ქორ­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში შედ­გა. მე­უღ­ლის გვარ­ზე გა­და­ვი­და იუ­ლი­აც და ახლა ქალი იუ­ლია ხო­ჭო­ლა­ვაა. ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი, ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა.
ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ისი­ნი უკვე მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბი­ან, იუ­ლია რამ­დე­ნი­მე თვის ორ­სუ­ლია.
„მე­ო­რე შვი­ლი, გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ანს ამ სამ­ყა­რო­ში! შენ ხარ ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც კი ოდეს­მე შევ­ხვედ­რი­ვარ. შენ­თან ერ­თად გა­ვი­გე, რა არის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. მე ყო­ველ­თვის შენ­თან ვიქ­ნე­ბი, რაც უნდა მოხ­დეს.“ – წერს იუ­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ