გიული ჩოხელის, როგორც საბჭოთა კავშირში ყველაზე მამაცი ქალის ამბავი: ” როდესაც ჯაზმენებს ციხეში სვამდნენ და თავში ურტყამდნენ, მე სცენაზე ვიდექი და ჯაზს ვახურებდი” – Marao

გიული ჩოხელის, როგორც საბჭოთა კავშირში ყველაზე მამაცი ქალის ამბავი: ” როდესაც ჯაზმენებს ციხეში სვამდნენ და თავში ურტყამდნენ, მე სცენაზე ვიდექი და ჯაზს ვახურებდი” – Marao
„მე ვარ პირველი დემოკრატი, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ჯაზმენებს ციხეში სვამდნენ და თავში ურტყამდნენ, მე სცენაზე ვიდექი და ჯაზს ვახურებდი.
პირველად, ჯაზი დედამ 12 წლის ასაკში მომასმენინა, გავგიჟდი, გავბრწყინდი, დედა, ეს ჩემი მუსიკაა, მე ამას ვიმღერებ-მეთქი.
სასწაულებს ვახდენ – ცელოფნებით ვხატავ, -ში მქონდა გამოფენა, გასულელდა ის ადამიანი, ვინც ცელოფნებს უშვებს. მითხრა, ყველაფერს ვყიდულობო. ვუთხარი, არაფერს ვყიდი, ეს საქართველოს განძია-მეთქი.
შვილი მოსკოვში დამეღუპა. მე რევოლუციონერი ვარ, რუსეთს ხაზი გადავუსვი და ჩემი შვილის დაკრძალვაზე არ წავედი, არც მინახავს მისი არაფერი, დღეს ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალი ანგელოზია“, – თქვა გიული ჩოხელმა ნანუკა ჟორჟოლიანთან საუბრისას.
გიული ჩოხელი ქართველი მომღერალი, საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე და, რაც მთავარია, ხალხის დიდი სიყვარულის მატარებელი არტისტია.
გიული ჩოხელი დაიბადა 1935 წლის 12 თებერვალს, თბილისში. ჩოხელის სასიმღერო კარიერა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო. ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია სოპოტის პოპ-ფესტივალზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. ფირფიტების ჩაწერა 1970-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა. 1970-80-იან წლებში ჩოხელმა საკმაოდ ბევრი ფირფიტა გამოსცა; ძირითადად ეს ფირფიტები იქამდე არსებული ჩანაწერების კომპილაციები იყო.
2015 წლის 28 მარტს, თბილისის ივენთჰოლში გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიამართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[2] იმავე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიული ჩოხელს სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.[3] 2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ გალაკონცერტზე გაიმართა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, სადაც 15 ცნობილ ადამიანთან ერთად, თბილისის მერმა მ გიული ჩოხელი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.
· “ვფიქრობ, ასეთი აჟიოტაჟი რომ არის ჩემ გარშემო – ხან იქ, ხან აქ, გერმანიამ გამოუშვა ეს ალბომი, ჩემს თვალებში კი არის კითხვა – რატომ მაწვალებდით წინათ? რატომ არ გინდოდათ თქვენ ჩემი აღიარება? ახლა ვარ ნამდვილად გიული“.
გიული ჩოხელის პერსონა ახლა მართლაც განსაკუთრებით აქტუალურია. ის, როგორც პრინციპული, მებრძოლი და თავისუფალი ქალის სიმბოლო, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ადგილი, ჩვენი კულტურით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით სწორედ ევროპაშია.
· “მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ, რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ… ამას ვერ ვაპატიებ რუსებს. მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები”.

ასევე დაგაინტერესებთ