“არ მიმაჩნია სწორად, რომ ტაშს ვუკრავთ ან იდეალურ ფორმის, ან ჭარბი წონის მქონე გოგოებს…” – ნუკი კოშკელ.იშვილი – Marao

ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიური და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ნუკი “ინსტაგრამზე” ახალ პოსტს აქვეყნებს:
“უთხარი არა ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი, როგორიც ხარ” – აჰა, კარგი, დავდე და მიყვარს, მაგრამ მაინც არ მომწონს, მინდა 10 კგ დავიკლო, არ მიმაჩნია სწორად, რომ ტაშს ვუკრავთ ან იდეალურ ფორმის, ან ჭარბი წონის მქონე გოგოებს. მესმის ბოდი პოზიტივიც და კომპლექსებიც, მაგრამ, ამავდროულად, სიზარმაცის პროპაგანდაა – შეიყვარე შენი თავი და არაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყო, ჭარბი წონა პირდაპირაა დაკავშირებული ჯანმრთელობასთან. აი, ვითომ არაფერი ეს ჩემი 8კგ, მაგრამ ვარჯიშში ხელს მიშლის, დახტომისას მენისკი დავიზიანე. ამიტომ, ცოტა არასწორი მგონია ეს. უკიდურესობებში ვართ გადამხტრები ამ სოციალური მედიის გადამკიდე. ვერაფერი გითქვამს, ვიღაცას მაინც ეწყინება. მე ვიტყვი! არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება, ვიკამათოთ ბოდი პოზიტივებზე და კორექტულობაზე, თქვენი აზრიც მაინტერესებს” – წერს ნუკი.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
“ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო” – ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე ის ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ნუკი კოშკელიშვილის ოჯახინუკის და ბენს ერთი შვილი ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ წყვილმა მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ნუკის მუცელი მოეშალა და ამის შემდეგ ის ხშირად საუბრობს ღიად ამ საკითხზე, აძლევს რჩევებს სხვა ქალებს და ამხნევებს მათ, ვინც ამ რთულ გზას გადის.
ნუკიმ უკვე რამდენიმე წელია, რაც საკუთარი ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. მისი ბრენდი მოიცავს როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ისე თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოებს.

ასევე დაგაინტერესებთ