ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

34 საათი უკანონოდ ვიყავი დაკავებული თბილისის აეროპორტში – ჩეხი ჟურნალისტი

34 საათი უკანონოდ ვიყავი დაკავებული თბილისის აეროპორტში – ჩეხი ჟურნალისტი

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, პრაღაში ბრუნდება.
ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ის თბილისის აეროპორტში 34 საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული.
„თბილისის აეროპორტში 34-საათიანი უკანონო დაკავების შემდეგ, გარე სამყაროსთან თითქმის ყოველგვარი კავშირის გარეშე, ახლა უსაფრთხოდ ვარ ვარშავის აეროპორტში.
დამწუხრებული ვარ საქართველოს დატოვების გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა პრაღაში მივემგზავრები იმ იმედით, რომ სხვების დახმარებით შევძლებ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას“, – დაწერა ჟურნალისტმა.
რეი ბეისლი საქართველოში წარსულშიც ყოფილა. მათ შორის აქტიურად აშუქებდა გაზაფხულზე თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.