I კვარტალში, ქვეყანაში, 34 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა – იმპორტიორი ქვეყნები

I კვარტალში, ქვეყანაში, $16 370-ის ღირებულების 34.06 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 8.44 ტონით შემცირდა, თუმცა გაზრდილია თვითღირებულება.
(2023 წლის I კვარტალში, ქვეყანაში, $7 420-ის ღირებულების 42.50 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა).
იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 2024 წლის I კვარტალის მიხედვით:
ნიდერლანდები – $1 090-ის ღირებულების 0.40 ტონა.
თურქეთი – $ 15 280-ის ღირებულების 33.66 ტონა.

ასევე დაგაინტერესებთ