აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

-მა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ეს დახმარების უკვე მეხუთე პაკეტია მას შემდეგ, რაც უკრაინისა და სხვა მოკავშირეების დაფინანსების კანონპროექტი მიიღო კონგრესმა და ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
· საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის;
· 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
· 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ჭურვები;
· TOW-ს მძიმე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები;
· Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
· საავიაციო საბრძოლო მასალა;
· მცირე ზომის იარაღის დამატებითი საბრძოლო მასალა და ყუმბარები;
· ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები;
· საევაკუაციო ტაქტიკური მანქანები;
· ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული დაცვის აღჭურვილობა;
· სათადარიგო ნაწილები და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.
აშშ-მა 6 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებშიც, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიასთან გრძელვადიანი კონტრაქტების ხარჯებისთვის დაიხარჯება.

ასევე დაგაინტერესებთ