საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,გასული სამი წლის მსგავსად, 2023 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის თანახმად, გასულ წელს 40 214 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 42 756 იყო (წინა წელთან შედარებით, 13%-ით ნაკლები).
2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 2 542 კაცით განისაზღვრა. ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითი ბუნებრივი მატება აღრიცხეს ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
2022 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 5%-ით არის შემცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 13%-ით.