ჰუსიტების მიერ ნასროლმა რაკეტებმა რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერი დააზიანა

ტანკერი, რომელსაც რუსული ნედლი ნავთობი ინდოეთის მიმართულებით გადაჰქონდა იემენელი ჰუსიტების მიერ მიერ გასროლილმა რაკეტამ დააზიანა.
ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ოფისის თქმით, წითელ ზღვაში მცურავ გემზე ორი თავდასხმა განხორციელდა. პირველ შემთხვევაში რაკეტა ზღვაში, გემთან ახლოს ჩავარდა, მეორე შემთხვევაში ორმა რაკეტამ კი ტანკერი დააზიანა.
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია პანამის დროშის ქვეშ მცურავ ანდრომედას ვარსკვლავზე, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ბრიტანული კომპანიის მფლობელობაში იყო, შემდეგ კი გაიყიდა.
გემის ამჟამინდელი მფლობელი სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული, ტანკერი რუსული ნავთობით ვაჭრობის სქემაშია ჩართული.
იემენელი ჰუსიტები ძირითად შემთხვევაში თავს ესხმიან გემებს, რომლებსაც ისრაელთან, ბრიტანეთთან და ამერიკასთან აქვთ კავშირები.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის,აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს.
ბოლო პერიოდში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმების აღსაკვეთად, რამაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლა შეაფერხა, -მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშები წამოიწყეს.