ნაუსედა: საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ შორდება საქართველო ევროპულ იდეალებს – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან – სამწუხაროდ, საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს.
ეს ნამდვილად აბრკოლებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას და შესაბამისად, აუცილებელია ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდეს”. – თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბრისას.