„2023 წელს რეალიზაცია 500%-ით გაიზარდა,“ – „ჩემი მარაგი“

კომპანია „ჩემი მარაგი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს საოჯახო მარაგების შესავსებ ონლაინ მაღაზიას. კომპანია აწარმოებს 250-მდე დასახელების პროდუქციას, რომელთა ღირებულებაც 1 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.
„ჩემი მარაგი“ ჰოლდინგური კომპანია „რენეკო“-ს ერთ-ერთი ბრენდია. როგორც კომპანიის დირექტორმა, ბესო დეკანოიძემ განაცხადა, პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. საკურიერო მომსახურება კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოა, ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე.
„კომპანია ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს საოჯახო მარაგების შესავსებ ონლაინ მაღაზიას. „ჩემი მარაგი“ მომხმარებელს 250 – მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ხილს, ბოსტნეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად.

ბრენდის მიზანია ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს რჩეული ხარისხის პროდუქტი უკონკურენტო ფასად. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის გაკეთება შეუძლიათ მომხმარებლებს და მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოა.
პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა ყველა საკომუნიკაციო არხიდან: ვებგვერდი, სოციალური ქსელები და ტელეფონი“.
მისი თქმით, „ჩემი მარაგის“ ონლაინ მაღაზიაში 250-მდე დასახელების პროდუქტია განთავსებული, რომელთა ღირებულებაც 1 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.
„ამჟამად „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიაში 250-მდე დასახელების პროდუქტია განთავსებული. ყველა სახეობა არის ისეთი, რომლის მომარაგებაც შესაძლებელია.
ასორტიმენტში განთავსებულია პროდუქტები შემდეგი კატეგორიებიდან: ჩირეული, თხილეული, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სუნელები. შესაბამისად, პროდუქციის ფასები მერყეობს 1 ლარიდან 150 ლარამდე.
ასორტიმენტში შეხვდებით როგორც ყველასთვის ცნობილ პროდუქტებს: ნიგოზი, ნუში, გარგარის ჩირი, ქიშმიში, პოპულარულ და ყველა ოჯახში საჭირო ხილსა და ბოსტნეულს, ასევე გამორჩეულ და ეგზოტიკური არომატის სახეობებს: მაკადამიას – ყველაზე ძვირად ღირებულ და იშვიათ თხილს, კასტანიას, ჩირეულიდან – მარაკუიას, ჰიბისკუსის და აგუაიმანტოს ჩირს“.
ბესო დეკანოიძის თქმით, კომპანიას უცხოელი მომწოდებლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს.
„ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქტების 30% ქართული, ხოლო 70% იმპორტულია. უცხოელი მომწოდებლები გვყავს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. 2024 წლის გეგმებში მნიშვნელოვანი საკითხია ქართული ხაზის განვითარება, ადგილობრივ მწარმოებლებთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა და ხელშეწყობა“.
როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, 2023 წელს კომპანიის რეალიზაცია 500%-ით გაიზარდა. ბაზარზე დაინტერესება ძალიან დიდია და მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. თვიურად, შეკვეთების რაოდენობა საშუალოდ 6000-8000 შორის მერყეობს.
„ბაზარზე დაინტერესება ძალიან დიდია და ყოველწლიურად მოთხოვნა უფრო მზარდია. თვიურად, შეკვეთების რაოდენობა საშუალოდ 6000-8000 შორის მერყეობს, ხოლო აქტიურ თვეებში 15 000-მდე იზრდება, სადაც დაახლოებით 60%-იანი წილი ახალ მომხმარებლებს უჭირავთ.
2023 წელს კომპანიის რეალიზაცია 500%-ით გაიზარდა. სწორედ ამ შედეგმა დაგვანახა, რომ არსებულ ბაზარზე პოტენციალი გაცილებით დიდია. სამომავლოდ ძალიან ამბიციური და მასშტაბური გეგმები გვაქვს, რომლებზეც ეტაპობრივად, უკვე შედეგებით ვისაუბრებთ“.
მიმდინარე წელს „ჩემი მარაგი“ კონცეპტ მაღაზიის გახსნას და 100-მდე დასახელების ახალი პროდუქტის დამატებას გეგმავს.
„2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა კონცეპტ მაღაზიის გახსნაა. ეს იდეა სწორედ ჩვენი მომხმარებლებისგან გაჩნდა, რომლებსაც ფიზიკურად, მაღაზიაში სტუმრობის დიდი სურვილი ჰქონდათ.
ასორტიმენტი ამჟამად მოიცავს 250-მდე დასახელების პროდუქტს, თუმცა მუდმივად ვახორციელებთ ახალი პროდუქტების დამატებას. 2024 წლიდან ასორტიმენტს დაემატა 2 მსხვილი კატეგორია: ხილი და ბოსტნეული, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შევთავაზეთ მოთხოვნადი და ოჯახისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები. წლის მანძილზე 100-მდე დასახელების ახალი პროდუქტის დამატებას იგეგმება“.