„მამულსაც რუსეთი გვართმევდა, ენასაც რუსეთი გვიუქმებდა და სარწმუნოებასაც რუსეთი გვიმახინჯებდა“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

“მამული, ენა და სარწმუნოება” არის მთავარიო, თქვა მთავრობამ და დაუდასტურა ეკლესიამაც. მაგრამ გაიხსენეთ, რომ ევროპას და დასავლეთს არცერთი ამათგან არასოდეს წაურთმევია ჩვენთვის. პირიქით, გვეხმარებოდა მათ შენარჩუნებაში.
გადახედეთ, ყველგან ევროპაში საკუთარ ტაძრებს უთმობენ მართლმადიდებელ მორწმუნეებს და არასოდეს, არაფრით შეუზღუდავს ევროპას ჩვენი რწმენა.
მამულსაც გვართმევდა, ენასაც რუსეთი გვიუქმებდა და სარწმუნოებასაც რუსეთი გვიმახინჯებდა. რანაირად შეიძლება “მამული, ენა და სარწმუნოება”-ს გაჰყვიროდე და თან ამათ მკვლელს უხტებოდე ხახაში? დღეს ზოგიერთი უჭკუოდ ამპარტავანი ქართველი ჰგავს კაცს, რომლის ღობესთანაც ხახადაფჩენილი მხეცია ჩასაფრებული და ამას იმ ერთადერთი ღობის მოშლა გადაუწყვეტია, მისგან რომ იცავს, მე რომ მინდოდა იმ ფორმის არ არისო. ი
ქით სიკვდილი ელის და ეს ამპარტავნულად ღობის ფორმებზე ჭირვეულობს. ამპარტავნება და უმადურება ყოფილი ყველაზე საძაგელი ცოდვა. კარგად დაფიქრდით ქართველებო, არ გამოსცადოთ ღმერთი!” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე