„აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია“ – Wall Street Journal

-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ს მკვლელობის ბრძანება არ გაუცია. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს პოზიცია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში ფართოდ არის მიღებული, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველოს მიერ.
იმავდროულად, ამერიკული გამოცემა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ოპოზიციონერი წლების განმავლობაში ს ხელისუფლების სამიზნე იყო.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ Wall Street Journal -ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სპეკულაციას წარმოადგენს.
ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნებს სასაცილო უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ