არქივი20 სექტემბერი, 2024, 16:59
13 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ტრაგედია დატრიალდა თბილისში. დენის დარტმის შედეგაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კვირას, მის სახლთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი გარაჟის თავზე ელექტრო ანკესს აწყობდა, რა დროსაც ანკესი ელექტრო სადენს შეეხო და დენი მოზარდზე გადავიდა. მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
ის მიღებული დაზიანებით რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი მოზარდი ანდრია ლავრელაშვილია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.