არქივი21 სექტემბერი, 2024, 10:39
თბილისში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა

თბილისში დენის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებებით 13 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. მოზარდს დენმა მის სახლთან, ავტოფარეხის თავზე დაარტყა.
მიღებული მძიმე დაზიანებებით მოზარდი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19 სექტემბერს გარდაიცვალა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: მთავარი არხი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.