ჯუღელი დე ლაურენტისს ამ კონკრეტულ პირობას წაუყენებს – ცნობილია, რას ითხოვს კვარაცხელიას მხარე “ნაპოლის” პრეზიდენტისგან

La Gazzetta dello Sport უკვე წერდა, რომ მომდევნო კვირაში მამუკა ჯუღელი იტალიაში გაემგზავრება, სადაც “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.
დღეს კი იტალიური გამოცემა უკვე იმ დეტალებს აქვეყნებს, რა მოთხოვნებიც კვარაცხელიას აგენტს “პარტენოპეის” მესაკუთრესთან ექნება.
“ბარსელონა” კვარაცხელიაზე ზეწოლას აგრძელებს, ჯუღელს კი სურს გაიგოს, თუ რა არის იტალიური კლუბის განზრახვა. ის კონკრეტული წინადადებით შეხვდება დე ლაურენტისს და მოსთხოვს, რომ ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო გახდეს და ამას ბონუსებიც დაემატოს.
პრეზიდენტი კი მზადაა მხოლოდ 4,5 მილიონი გადაიხადოს და ისიც ბონუსების ჩათვლით. ამ
დროისთვის დე ლაურენტისის პოზიციის შერყევა ძალიან რთული იქნება, რადგან “ბარსელონას” ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კატალონიელთა მხრიდან “პარტენოპეის” მოთხოვნილი თანხის გადახდა ძალიან რთული იქნება”, – წერს გამოცემა.