პსჟ-ისა და “დორტმუნდის” ნამატჩევს მსაჯმა იტირა

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და “დორტმუნდის” საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მსაჯმა დანიელე ორსატომ იტირა.
MC Sport-ის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ 48 წლის იტალიელმა ევროტურნირებზე ბოლო შეხვედრაში იმსაჯა და ნამატჩევს თანაშემწეები ამშვიდებდნენ. ის მსაჯის კარიერას ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულებს.
ორსატო 600-ზე მეტ მატჩს, მათ შორის, სერია A-ს 288 თამაშს მოემსახურა, ჩემპიონთა ლიგაზე 55-ჯერ იმუშავა და 2020 წლის 23 აგვისტოს ლისაბონში პსჟ-ისა და “ბაიერნის” ფინალი განსაჯა.
რატო მაინც და მაინც 48 და არა 50 წელია ? ან თუ ფორმაშია და ნორმატივებს ჩააბარებს უფრო დიდხანსაც შეიძლება რომ იმსაჯონ მითუმეტეს გამოცდილებაც აქვთ “ბებერ” მსაჯებს