“მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში ხშირად ხდება” – თომას მიულერი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “ბაიერნი” 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს.
90+12 წუთზე “რეკორდმაისტერის” ცენტრალურმა მცველმა მატეის დე ლიხტმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა თამაშგარის გამო გოლი გააუქმა.
“ბაიერნის” შემტევმა თომას მიულერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან უკმაყოფილება ვერ დამალა:
“მარჩინიაკი? მან არ უყურა ვიდეოს. არ მისცა საკუთარ თავს ამის ნახვის საშუალება. ნამდვილად უცნაურია ასეთ სიტუაციაში ასე სწრაფად თამაშის გაჩერება, მაგრამ ეს ხშირად ხდება აქ, მადრიდში.
იგივე გამოვცადე რამდენიმე წლის წინ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა. მაგრამ
მაშინ VAR-ი არ იყო”, – განაცხადა მიულერმა