“რეალი” ფინალში იღბლის ხარჯზე გავიდა? ვინც ასე თვლის, მინდა ვუთხრა, რომ…” – ტიერი ანრი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “ბაიერნი” 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.
“ხალხი ამბობს, რომ ეს იღბალია? არანაირი იღბალი არ არსებობს, ეს მადრიდის “რეალია” – წერტილი”, – განაცხადა ტიერი ანრიმ.
შეგახსენებთ, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “დორტმუნდს” დაუპირისპირდება. მატჩი 1-ელ ივნისს, “უემბლიზე” გაიმართება.