“ჩემი ცხოვრების ყველა წელი მიყვარს, სიმწიფის ასაკი რა მაგარი ყოფილა” – მაია ასათიანი 47 წლის გახდა – Marao

“ჩემი ცხოვრების ყველა წელი მიყვარს, სიმწიფის ასაკი რა მაგარი ყოფილა” – მაია ასათიანი 47 წლის გახდა – Marao
მაია ასათიანი 47 წლის გახდა. “რა დროს ესაა, მაგრამ ხვალ 47 წლის ვხდები, ჩემი ცხოვრების ყველა წელი მიყვარს, სიმწიფის ასაკი რა მაგარი ყოფილა”, – დაწერა მან.
მაია უკვე არაერთი წელია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა. მას 2012 წლიდან საავტორო გადაცემა “პროფილი” მიჰყავდა, ახლა კი ეკრანს ჩამოშორდა და ჟურნალისტიკაში დაგროვილ ცოდნასა დ აგამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს.
მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი – საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს… მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. “ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს”, – ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი. ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სჯერა თუ არა იმქვეყნიური სიცოცხლის, მაია ასე პასუხობდა:
“სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები”.

ასევე დაგაინტერესებთ