ჯო ბაიდენი – ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი ზე არ გაჩერდება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, უკრაინაზე არ გაჩერდება. პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში ჩააგდებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრემიერსა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე პოლონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ნატო-ს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის საკითხი განიხილა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ უსაფრთხოების საკითხებში ლიდერად უნდა დარჩეს. მაგრამ, ალიანსის უსაფრთხოებაზე სხვა მოკავშირეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, – აღნიშნა დუდამ.

ასევე დაგაინტერესებთ