ბი-ბი-სი: ბრიტანელ სამხედროებს შეიძლება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაეკისროთ

ბრიტანელ სამხედროებს შეიძლება დაეკისროს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დროებითი ნავმისადგომის გზით, რომელსაც ახლა ამერიკელი სამხედროები აგებენ, იტყობინება ბი-ბი-სი.
ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლებმა არ ისურვეს ამ ცნობის კომენტირება.
ბი-ბი-სი იტყობინება, რომ ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, მიავლინოს ღაზის სანაპიროსთან თავისი სამხედროები. მათ უნდა მართონ სატვირთო ავტომანქანები, რომლებიც დროებითი ნავმისადგომის გზით ნაპირზე გადაიტანენ ჰუმანიტარულ ტვირთს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, იტყობინება ბი-ბი–სი მთავრობის წყაროზე დაყრდნობით.
ეს ცნობა მას მერე გავრცელდა, რაც -ის მაღალი რანგის სამხედრომ თქვა, რომ ამერიკული „ჩექმა ხმელეთზე არ იქნება“, ხოლო ნაპირზე ტვირთის გადატანისთვის პერსონალს სხვა მხარე გამოყოფს.
ოქტომბერში ს არმიის მიერ დაწყებული საპასუხო სამხედრო ოპერაციის განმავლობაში ღაზის სექტორში განადგურდა ინფრასტრუქტურა, რეგიონი ალყაშია მოქცეული და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა.
ისრაელზე, რომელსაც 7 ოქტომბერს თავს დაესხა აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება, საერთაშორისო ზეწოლა იყო, დაეშვა ჰუმანიტარული ტვირთების უფრო ინტენსიური შეტანა პალესტინელთა ტერიტორიაზე.
ჰამასის მეომრებმა ისრაელის სამხრეთში 7 ოქტომბრის იერიშის დროს დახოცეს 1200-ზე მეტი ადამიანი და 250-მდე მძევლად წაიყვანეს ღაზაში. ამის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, სამხედრო ოპერაცია დაიწყო ჰამასის განადგურების მიზნით. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის არმიის იერიშის შედეგად ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზის სექტორში დაიღუპა 34 ათასი პალესტინელი – ძირითადად ქალები და ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…