ჯაიშ ალ-ადლის წევრები ირანელების ბაზას დაესხნენ თავს, 5 სამხედრო მოკლეს

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლის შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 სამხედრო და დაიჭრა კიდევ 10.
ჯაიშ ალ-ადლის წევრები 4 აპრილის ღამეს თავს დაესხნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორ ბაზას რასკსა და ჩაბაჰარში, დასახლებებში, რომლებიც სისტანისა და ბელუჯისტანის ოსტანში (პროვინციაში) მდებარეობს.
როგორც ირანის სამთავრობო მედიაში წერენ, მოკლულია, სულ მცირე, 8 თავდამსხმელი.
ჯაიშ ალ-ადლი არის ექსტრემისტული სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ს დასავლეთში, ბელუჯისტანის პროვინციაში მოქმედებენ.
იანვარში, ბელუჯთა დაჯგუფების მსგავსი თავდასხმის შემდეგ ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა პაკისტანის ტერიტორიაზე და თქვეს, რომ სამიზნე ჯაიშ ალ-ადლის განთავსების ადგილები იყო. ამას ისლამაბადთან სიტუაციის დროებითი დაძაბვა მოჰყვა. პასუხად პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე ასევე მიიტანა იერიში და განაცხადეს, რომ სამიზნე ბელუჯების დაჯგუფებები იყო.