კელი: სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯი უნდა გადადგას

-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნების ნაბიჯები ემსახურება ვაშინგტონსა და თბილისს შორის ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის სრულ უგულებელყოფას.
იან კელის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯი უნდა გადადგას და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს რუსულ კანონს
“სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯი უნდა გადადგას და მე მაქვს განცდა, რომ ისინი ამ ნაბიჯს მას შემდეგ გადადგამენ, როდესაც პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს ამ კანონპროექტს. სიმართლე გითხრათ, მე ამ მიდგომას არ ვემხრობი, მაგრამ მესმის ლოგიკა, რომ როცა შეერთებულ შტატებს აჯანყების მოწყობაში სდებ ბრალს და აუცილებელია პასუხის გაცემა და ეს პასუხი ამ ეტაპზე შემოიფარგლება სიგნალების გაგზავნაში ქართული მხარისთვის, რომ ფასი გადასახდელია, თუ ამ კანონს მიიღებ ან მომიტინგეთა წინააღმდეგ დისპროპორციულ ძალას გამოიყენებ, ეს ყველაფერი ისმის პრემიერმინისტრისგან, პარლამენტის რომელიმე წევრისგან”. – თქვა იან კელიმ [ფორმულას თარგმანი]
კელი ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს აშშ-ს მიმართ შემაძრწუნებლად აფასებს და ამბობს, რომ აქამდე კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში სანქციების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობდა, თუმცა ახლა არსებობს დებატები და აზრთა სხვადასხვაობა ფინანსურ სანქცირებასთან მიმართებით.
“ის () არის მთავრობის მეთაური, რომელიც შემაძრწუნებელ განცხადებებს აკეთებს. რამდენიმე კვირის წინ კონსენსუსი არ არსებობდა არც კონგრესში, არც სახელმწიფო დეპარტამენტსა და არც თეთრ სახლში სანქციების საკითხზე, რადგან არ გვსურდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაზიანება. ასეთი იყო შიდა დისკუსიები, ახლა კი არსებობს მსგავსი დებატები და აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ფინანსურ სანქციებზე”. – თქვა კელიმ [ფორმულას თარგმანი]