BAZA: მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც დაშლილი უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა.
BAZA-ს ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იჯდა, რომელთაგან ერთ-ერთი დარეგისტრირებული იყო იაკუტიაში, ისე, როგორც თავად მანქანა. დანარჩენი პირები კრასნოდარისა და ლენინგრადის ოლქებიდან იყვნენ.
მანქანის გარშემო ს ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლები მუშაობენ.
შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა პარალელურად უკრაინულ დრონებს რუსეთის ოლქ ბელგოროდზე იერიშები მიაქვს.