არქივი15 სექტემბერი, 2024, 23:47
ხობი-ზუგდიდის გზაზე ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა
ხობი - ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად "სუბარუს" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და 25 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.