ხატია დეკანოიძე კობახიძეს – ზუსტად ვიცი, 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ რუსეთის საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები

ბატონო ირაკლი, დღეს თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ – მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, შეგაქებთ მერე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ ს საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ს.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი იქნება პრემიერობის კანდიდატის შეფასება რუსეთის მხრიდან.
„ბატონო ირაკლი, დღეს თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი – მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, შეგაქებთ მერე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ რუსეთის საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები. ძალიან ვწუხვარ, რომ ზუსტად ეს იქნება თქვენი შეფასება, მათ შორის, რუსების მხრიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ის ასევე კიდევ ერთხელ შეეხო სტიქიისა და ადრეული მონიტორინგის სისტემის საჭიროებას და პრემიერობის კანდიდატს მიმართა კითხვით, თუ ახლა ინერგება ეს სისტემა, რას აკეთებდა ხელისუფლება უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში.
„მინდა შეგახსენოთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს, ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი იყო მეწყერი. მე მართლა მაინტერესებს, ნუთუ არავინ არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება? თუ ჩვენ ადრეული მონიტორინგის სისტემებზე ვსაუბრობთ რომ ახლა დავაყენებთ, 11 წელი სად იყო ეს ხელისუფლება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ