ნაციონალიზაცია პუტინის სქემით – რუსეთში ბიზნესის “გაკულაკება” დაიწყო

ბიზ­ნე­სის ჩა­მორ­თმე­ვა და სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა გა­მარ­თლე­ბუ­ლია, როცა მე­სა­კუთ­რის ქმე­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბას აზი­ა­ნებს. ამის შე­სა­ხებ პუ­ტინ­მა რუ­სე­თის მრეწ­ვე­ელ­თა და მე­წარ­მე­თა კავ­ში­რის ყრი­ლო­ბა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბოლო დროს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა აღ­ძრეს არა­ერ­თი საქ­მე ზო­გი­ერ­თი ქო­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რაც პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გა­და­ხედ­ვა კი არა, არა­მედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა სა­წარ­მო­ე­ბი­სა და ქო­ნებ­რი­ვი კომ­პლექ­სე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის ქმე­დე­ბა ან უმოქ­მე­დო­ბა პირ­და­პირ ზი­ანს აყე­ნებს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს.

ცნო­ბის­თვის: 2023 წლის აპ­რილ­ში პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სეთ­ში მყო­ფი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­ვე­ბი ქო­ნე­ბის მარ­თვის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლო­ბა­ში გა­და­ე­ცე­მა, რაც, გა­მო­ცე­მა meduza-ს შე­ფა­სე­ბით, რე­ა­ლუ­რად ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბას ნიშ­ნავს.

კერ­ძოდ, შე­იც­ვა­ლა ლუ­დის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Carlsberg-ის რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი. მა­ლე­ვე, იმა­ვე სქე­მის მი­ხედ­ვით, რუ­სეთ­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ავ­ტო­დი­ლე­რის, Rolf-ის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია მოხ­და. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა „არა­მე­გობ­რუ­ლი“ ქვეყ­ნე­ბის აქ­ტი­ვე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი სქე­მა რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის მიერ შექ­მნი­ლი კომ­პა­ნი­ის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასევე დაგაინტერესებთ