“მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლისთვის: მამული ის 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც 1 ლარად მიისაკუთრა. ენას მხოლოდ ტყუილის სათქმელად იყენებს, სარწმუნოება კი…” – გია ხუხაშვილი

“მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლისთვის: მამული ის 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც 1 ლარად მიისაკუთრა. ენას მხოლოდ ტყუილის სათქმელად იყენებს, სარწმუნოება კი…” –
ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა ინი­ცი­ი­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს:
“რო­დე­საც და­სავ­ლე­თის­გან სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი რუ­სეთ­თან სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­კარ­გვის ხარ­ჯზე მო­ი­პო­ვე­ბა;
რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის “ღირ­სე­ბა” სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ღირ­სე­ბის აყ­რის ხარ­ჯზე მო­ი­პო­ვე­ბა;
რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხის და­მო­ნე­ბის ხარ­ჯზე მო­ი­პო­ვე­ბა;
რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ღა­რი­ბე­ბის ხარ­ჯზე მო­ი­პო­ვე­ბა;
რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღ­სა­რე­ბას ეკ­ლე­სი­ა­ში კი არ აბა­რებს, თვი­თონ იბა­რებს სამ­ღვდე­ლო­ე­ბის­გან სუს-ში და “ამა­ყად” ეფა­რე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის “მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბას”;
მო­ქა­ლა­ქეს უნდა ეს­მო­დეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლის­თვის: მა­მუ­ლი ის 10 ჰექ­ტა­რი მი­წაა, რო­მე­ლიც 1 ლა­რად მი­ი­სა­კუთ­რა.
ენას მხო­ლოდ ტყუ­ი­ლის სათ­ქმე­ლად იყე­ნებს,
სარ­წმუ­ნო­ე­ბა კი ფა­რი­სევ­ლის­თვის მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტია…”
შე­გახ­სე­ნებთ, 25 აპ­რილს, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო უმწვა­ვე­სო რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში „უცხო­ე­თის გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან“ და­კავ­ში­რე­ბით. რე­ზო­ლუ­ცი­ის სრულ ტექ­სტთან ერ­თად, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ უნდა გა­იხ­სნას, ვიდ­რე „აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“ ძა­ლა­ში იქ­ნე­ბა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა ორი­ვე შეს­წო­რე­ბას, რომ­ლე­ბი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს ევ­რო­კო­მი­სი­ას, შე­ა­ფა­სოს „აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის“ გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის ნა­წილ­ში, „რაც ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია“. დო­კუ­მენ­ტში მკა­ფი­ოდ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­უ­სა­ბა­მოა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის ამ­ბი­ცი­ებს აზი­ა­ნებს ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას და საფრ­თხე­ში აგ­დებს მის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას.
ამას­თა­ნა­ვე, -ის სე­ნა­ტის ორ­პარ­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა – 14-მა სე­ნა­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს 26 აპ­რილს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რომ თუკი ხე­ლახ­ლა ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი” კა­ნო­ნი გახ­დე­ბა, ისი­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან წა­ა­ხა­ლი­სონ აშშ-ის პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. “ამე­რი­კის ხმის” ცნო­ბით­ვე, ორ­პარ­ტი­უ­ლი წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნას ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი და სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გის რეს­პუბ­ლი­კე­ლი წევ­რი, სე­ნა­ტო­რი ჯე­იმს რიში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. სე­ნა­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ უკან გა­იწ­ვი­ოს კა­ნო­ნი. “ჩვენ, რო­გორც კონ­გრე­სის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა გვაქვს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ და ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვით მძლავ­რი ორ­პარ­ტი­უ­ლი და თქვენს ქვე­ყა­ნას­თან ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის უპირ­ვე­ლე­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დავ­რჩე­ბით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს კა­ნონს უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ძირს გა­მო­უ­თხრის სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან. თუ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბით, წა­ვა­ხა­ლი­სოთ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, რა­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­დი­ო­დეს სან­ქცი­ე­ბი მათ მი­მართ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ზე ან მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ის შე­ზღუდ­ვა­ზე, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­და­ხედ­ვა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა”, – ვკი­თხუ­ლობთ სე­ნა­ტო­რე­ბის წე­რილ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ