“ხარებას” დაჯგუფების წევრებმა ვანო ნადირაძის შვილს სცემეს – რას ამბობს ოჯახი

ში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ პირველ მაისს, თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, მის შვილს სცემეს. ოჯახი ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად გაუსწორდნენ “ხარებას” დაჯგუფების წევრები.
ვანო ნადირაძის დედა, მედიასთან ამბობს:
“ეგ მიკვირს, შუბლზე ხომ არ ეწერა, რომ ვანო ნადირაძის შვილი იყო, საიდან მოხდა უცბად ამოცნობა, რომ უფრო მეტად გაროზგეს და სცემეს ჩემი შვილიშვილი. […] მე ხომ ვერ დავუშლი, ვერ დავუშლი კი არა მე, ამ ხნის ქალი, 78 წლის ქალი აქციებზე დავდივარ და შვილიშვილის როგორ დავუშლი არ მიხვიდე-მეთქი. […] მანქანით იყო მისული, მანქანიდან გადმოუთრევიათ, დასევიან ძალიან ბევრნი, ნიღბიანები. უკვე წაყვანილი ჰყავდათ, ჩვენ რომ მივედით, ქალები იყვნენ იქ და სახეზე იფარებდა ხელებსო, რომ სახე არ დაეზიანებინათო, მაგრამ მაინც მოხვდა მარცხენა თვალის მხარეს, წიხლებით, რა თქმა უნდა, დალურჯებული აქვს სულ ტანი, ნაცემია მაგრად”

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს – ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია