გიგა ბოკერია – ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს – ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია

„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ ს სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ შეუერთდება.
მისივე თქმით,დადებითად აფასებს მთავარ გზავნილს, სულისკვეთებას, ყველა საკვანძო გზავნილს.
“მე მთელი პარტიის სახელით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზავნილებთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვანია. ვაპირებ, ეს პოზიცია დავიცვა. ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება ამ გზავნილს. იმის რეალურად დემონსტრირება, რომ გვაქვს კონკრეტული საერთო გეგმა აუცილებელ ნაბიჯებზე, ყველა განსხვავების მიუხედავად ზუსტად ისაა, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად ითხოვდა. ზუსტი გზავნილი იყო, რომ ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას, არ იყოს მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი, ყველა ერთ ყულაბაში აღმოჩნდეს, რაც მმართველ რეჟიმს გაუადვილებდა პროპაგანდას – არა! ეს ნიშნავს იმის დემონსტრირებას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა. ე.ი. ქმედითი იქნება ის კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია, რაც ხალხის ნების გამოხატვის შედეგად შედგება”, – აღნიშნა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელსაც „ქართული ქარტია“ ჰქვია და პოლიტიკურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება