ისრაელის ღაზის სექტორიდან იანვრის შემდეგ პირველად დაიბომბა

კვირას ღაზის სექტორიდან ს ცენტრალურ რაიონებზე, მათ შორის თელ-ავივზე, რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად განხორციელდა სარაკეტო იერიში.
ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ჰამასის (აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) გასამხედროებული ფრთის, ”ალ-კასამის” ბრიგადებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში “მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ” მათ ისრაელს რაკეტები დაუშინეს.
მედიის ცნობით, რაკეტები გაისროლეს სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰის ტერიტორიიდან, რომელიც რამდენიმეთვიანი სამხედრო კამპანიის შემდეგ ჰამასის კონტროლის ქვეშ რჩება.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სულ ღაზიდან გამოისროლეს რვა რაკეტა, რომელთა ნაწილი ჰაერშივე გადაიჭირეს. თელ-ავივში სულ მცირე სამი აფეთქების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ჰერცლიაში, ერთი რაკეტა ან მისი ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
თელ-ავივის და მიმდებარე ტერიტორიების წინა დაბომბვა ღაზის სექტორიდან იანვარში მოხდა.
გასული წლის 7ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის მეომრების შეჭრის შემდეგ, როცა 1200 პირი დაიღუპა და 250 მძევალი გაიტაცეს, ისრაელი საპასუხო სამხედრო მოქმედებას მიმართავს ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ჰამასის წინააღმდეგ. (ჰამასს და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.)
ამ დროის განმავალობაში ისრაელის ავიაციის მოქმედებას ემსხვერპლა 35 ათასზე მეტი პალესტინელი – იტყობინება ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება. პალესტინელთა ამ რეგიონს ჰამასის პოლიტიკური ფრთა მართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ