“ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე” – ვიქტორია ბექჰემი იუბილარია – Marao

“ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე” – ვიქტორია ბექჰემი იუბილარია – Marao
17 აპრილი ვიქტორია ბექჰემის დაბადების დღეა. დიზაინერი 50 წლის გახდა. ვიქტორიამ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო და იუბილე ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა:
“მალე 50-ე წელში შევაბიჯებ… ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე” – წერს ვიქტორია.
Netflix-ზე მისი მეუღლის, დევიდ ბექჰემის, შესახებ დოკუმენტური სერიალის წარმატების შემდეგ მედია უფრო ინტენსიურად განიხილავს მის პირად ცხოვრებას.
სტრიმინგ პლატფორმაზე გამოშვებულმა ოთხნაწილიანმა სერიამ მაყურებელს წყვილის ცხოვრებაზე ექსკლუზიური წვდომა მისცა. ფილმი ასევე ასახავს დევიდის სპორტულ მოგზაურობას “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული პერიოდიდან ამერიკამდე.
სერიალში ისაუბრეს ფეხბურთელსა და მის მაშინდელ პირად მდივანს, რებეკა ლუსს შორის სავარაუდო რომანის შესახებაც. რამაც რებეკას გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, არასდროს მიეცა შესაძლებლობა, მომხდარის საკუთარი ვერსია მოეყოლა.
“ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ მის­მენ­და, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს”, – ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.
“ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო და ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მე და დე­ვი­დიც ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­ყა­ვით. მად­რი­დამ­დე ერ­თი­ა­ნი გუნ­დი ვი­ყა­ვით. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვი­ყა­ვით და ერ­თმა­ნე­თის იმე­დი გვქონ­და. ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ კი, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით და გვერ­დში არა­ვინ გვყავ­და. ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, ვერც კი აღვწერ, რა რთუ­ლი იყო და რო­გორ იმოქ­მე­და ამან ჩემ­ზე”.
პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.
„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ – ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.
ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: “ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია.”

ასევე დაგაინტერესებთ