“ძალადობას ვერ მოერევით და იცით რატომ?” – მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი, :
ძალადობას ვერ მოერევით და იცით რატომ? აბა გაიხსენეთ, ვის მხარეს ხართ ხოლმე, როცა ვინმე აქ პოსტს დებს და სხვა ადამიანს ლანძღავს ან აბულინგებს? რა თქმა უნდა პოსტის ავტორის (ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა) გიხარიათ, ხალისობთ და პოსტსაც უამრავი ლაიქი და კომენტარი ემატება.აბა გაიხსენეთ, ვის ამტყუნებთ როცა მამაკაცი ქალს სცემს? – რა თქმა უნდა ქალს-: “კარგი ქალი თავს არ აცემინებს, ალბათ ღირსი იყოო”. ვინმეს თუ მოკლავენ – თავი მოაკვლევინა თორემ სულ არ იყო მკვლელი მასეთი ,კარგი ადამიანი იყოო”,” სესხი რომ აიღო და გადახდა აღარ უნდოდა, აბა, რა ეგონა, სწორია რომ გამოაგდესო” და დაზარალებულის კომპრომატებს ეძებს ხალხი გამწარებული… კიდევ დავწერდი მაგალითებს, მაგრამ მგონი ისედაც გაგახსენდებათ იმდენია ირგვლივ.
ჰოდა ესაა ძალადობა და ძალადობის წახალისება სხვა კი არაფერი.საკუთარ თავში უნდა იპოვო და დაამარცხო ჯერ ეს ყველაფერი და მერე ამტყუნო სხვა შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე!
გმადლობთ, ნახვამდის.

ასევე დაგაინტერესებთ