„პოლიცია რის პოლიციაა თუ ყველაფერი უკუღმა არ გააკეთა და ყველაფერი არ ჩაგაშხამა“ – რა შეემთხვა მაკა რაზმაძეს
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე:
„მოკლედ, პოლიცია რის პოლიციაა თუ ყველაფერი უკუღმა არ გააკეთა და ყველაფერი არ ჩაგაშხამა. რაც ეს მანქანა მყავს არც ერთი ჯარიმა არ მქონია,სულ ფრთხილად ვარ და ყველა ჩემმა მეგობარმა იცის როგორ ვუფრთხილდები რომ არ დავჯარიმდე. გუშინ დაბადების დღის ლაივი რომ მქონდა ალბათ შემთხვევით ოდნავ სადღაც გადავაცილე საბურავი ხაზს და დღეს პირველი საჩუქარი მომივიდა-ჯარიმა პოლიციის სმს!
ჯარიმა და ჯანდაბა თქვენ,არც დაბადების დღე იცით და არც სიხარულს შეარგებთ ადამიანს
ნუ მოკლედ დაბადების დღე პოლიციამ ჯარიმით მომილოცა!
მეცინება თან რა თქმა უნდა მაგრამ მაინც მეწყინა.
თუმცა სხვა მხარეც აქვს ამ ამბავს-ამის მერე უკვე დიდად აღარ მადარდებს დარღვევებიმაჯარიმეთ და იყავით!“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.