ცნობილი ქართველების უცნობი მეორე ნახევრები – Marao

ცნობილი ქართველების უცნობი მეორე ნახევრები – Marao
მიხეილ ჩოხელი და მაკა ზამბახიძე
მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და მისმა რჩეულმა მიხეილ ჩოხელმა ურთიერთობა 2020 წლის შუა პერიოდში გააოფიციალურეს.
ალბათ, გახსოვთ, რა მხიარული და თავისუფალი ქორწილი ჰქონდათ. წვეულება ვიწრო წრეში გაიმართა და მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
მაკა და მიხეილი რა ხანია ერთად ცხოვრობენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მათი ტანდემი ბევრს მოსწონს, გულშემატკივრობენ და თბილი სიტყვებით ავსებენ.
მიხეილი მაკაზე 7 წლით უმცროსია, თუმცა ფაქტია, რომ ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მომღერალი თავის რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ინტენსიურად არ გვთავაზობდა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და მისი “ინსტაგრამი” მიხეილთან გადაღებულ არაერთ ფოტოს იტევს.
ნუგზარ კაკულია და
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი 41 წლის ასაკში 32 წლის ნუგზარ ნუგო კაკულიას მეუღლე გახდა. წყვილს შორის 9-წლიანი ასაკობრივი სხვაობა მედიისთვის განხილვის საგანი გახდა. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ოჯახი სრულიად მოულოდნელად შექმნა და მალევე დედის როლიც მოირგო.
წულუკიანის დაოჯახების ამბავი ბევრისთვის უცხო, მიუღებელი და სახუმარო აღმოჩნდა. ბაია პატარაიამ კი ამ საკითხს პატარა “ფეისბუქპოსტით” უპასუხა.
“რაღაცნაირად მეცოდება ყველა, ვინც გულმოდგინედ ითვლის თეა წულუკიანისა და მისი ქმრის ასაკობრივ სხვაობას, რათა მერე რაღაც საწყალობელი ხუმრობა მოიგონოს. პ.ს. სხვათა შორის, ეგ წყვილი რამდენიმეწლიან ურთიერთობას ითვლის – გასკდით გულზე… მერე ცივი წყალი დალიეთ და მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას…” – დაწერა ბაია პატარაიამ.
თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
· დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
„თინეიჯერობის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჩემთან სხვანაირად დალაგდა. 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ასევე თინეიჯერი ვიყავი, დედა რომ გავხდი. მენტალურად შეიძლება ადამიანი არ იყოს ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ცვლის და თავდაყირა აყენებს. შენ როგორ გაიზრდები ამ ახალ მოცემულობასთან ერთად, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს. არ მქონია მომენტი, რომ გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო, პირიქით. ძალიან მეოჯახე ტიპი ვიყავი თავიდანვე, ამიტომ ეს ნაწილიც მშვიდად გავიარე. ამერიკაში რომ წავედი საცხოვრებლად, მთლად მოვწყდი ყველაფერს, ჩემს მაშინდელ შოუბიზნესს, აღმოვჩნდი ამერიკაში, სადაც გავაჩინე ბავშვი… კარგი გადაწყვეტილება მივიღე ქმართან დაკავშირებით. მან ძალიან კარგად გაიაზრა ჩემი ასაკი, ისეთი რაღაცები მომცა და ჩადო ჩემში, რომ არ გამიჩნდა არანაირი შეგრძნება, რომ მე რაღაც ეტაპი დავტოვე და ახლა დიდი ქალი ვარ და ქალური ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო“, – თქვა თიკა ფაცაციამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნინო კასრაძე და ლექსო თოფურია
ნინო კასრაძე 2004 წლიდან ოქროყანაში ცხოვრობს. საცხოვრებლად ქალაქგარეთ მას მერე გადავიდა, რაც მსახიობის ვაჟი დაიბადა. ამბობს, რომ პირველი წლები მძიმე იყო, რადგან რთული იყო ტრანსპორტით გადაადგილება. მსახიობს ქალ-ვაჟი – ლუკა და სალომე თოფურიები ჰყავს. მისი მეუღლე ლექსო თოფურია საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელია.
გვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე
გვანცა დარასელიას მეუღლე ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძეა. ერთმანეთს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამოზე შეხვდნენ, თავიდან ურთიერთობა მიმოწერით დაიწყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
“ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.
ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ” – ამბობდა გვანცა დარასელია.

ასევე დაგაინტერესებთ