ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილი მოდელი "კანონიერ ქურდთან" კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

ცნობილი მოდელი "კანონიერ ქურდთან" კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო, რო­გორც მსა­ხი­ობ და ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის სა­ცო­ლე. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. ჯი­ბღაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე და­ო­ჯახ­და და ნარ­კო­ტი­კე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილს, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შვილს ელო­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ მისი რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გახ­ლდათ. თუმ­ცა უამ­რა­ვი კი­თხვის მი­უ­ხე­და­ვად ნი­ნი­კოს "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ცო­ლო­ბა ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ცოტა ხნის წინ, ნა­ცა­რაშ­ვილ­მა მინ­დია გო­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რი­თაც ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლის იდუ­მა­ლი მე­უღ­ლე სწო­რედ "ლა­ვა­ს­ოღ­ლია", და­დას­ტურ­და. სად არის სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლი უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, ის, რომ "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" ამ­ჟა­მად ქარ­თულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას ემა­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მინ­დია გო­რა­ძის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია მო­ი­ცავ­და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებს, მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულს - ქურ­დო­ბას, რე­კეტ­სა და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს. "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვრცელ­დე­ბო­და ქვეყ­ნის გა­რე­თაც.

2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მოლ­დო­ვა­ში და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მა­ლე­ვე მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

მინ­დია გო­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე, ჯამ­ში 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი.

2018 წლის ივ­ლის­ში ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში“, ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა­ში და და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. 2019 წლის აპ­რილ­ში კი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სა“ და "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მუხ­ლე­ბით და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

"ლა­ვა­ს­ოღ­ლი" 2021 წელს უკ­რა­ი­ნა­შიც და­ა­კა­ვეს და ოდე­სის აე­რო­პორ­ტში ექ­სტრა­დი­რე­ბას ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ცი­ხეს მა­ში­ნაც და­აღ­წია თავი.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.