ჩიქოვანმა აღნიშნა ივანიშვილის როლი „სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში”

პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი ხედვის წარდგენის დროს ილაპარაკა ს, ირაკლი კობახიძისა და ს შესახებ. ჩიქოვანმა თითოეული მათგანის დამსახურებაზე გააკეთა აქცენტი.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში”, – თქვა ჩიქოვანმა.
ირაკლი კობახიძის შესახებ კი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა: „დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონ ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის”.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს, ჩიქოვანმა მას „გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის” მადლობა გადაუხადა.
„პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდგომ, ვუერთდები მთავრობის შემადგენლობას, ვუერთდები თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. მადლობა მას მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატება ახალ სარბიელზე”, – თქვა თავდაცვის მომავალმა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს – ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია