ჩინეთში მშენებარე რკინიგზის სადგური ინტერნეტმომხმარებლებმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსეს

ჩინეთში (ნანკინი) მშენებარე რკინიგზის სადგური ინტერნეტმომხმარებლებმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას todayonline-ი ავრცელებს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რკინიგზის სადგურის დიზაინი შთაგონებულია ქლიავის ყვავილით (Prunus mume), რომელიც ქალაქის სიმბოლოა, თუმცა ხალხი კითხულობს, საიდან გაჩნდა ოთხფურცლიანი ქლიავის ყვავილი, როდესაც მას რეალურად 5 ფურცელი აქვს.
აღნიშნული რკინიგზის სადგურის მშენებლობას, ინტერნეტსივრცეში, რამდენიმე საათში მილიონობით გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობისთვის, აღნიშნული მცენარე აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქში, ყოველწლიურად თებერვალსა და მარტში ყვავის და მისი ყვავილობის სანახავად უამრავი ადამიანი ჩადის.

ასევე დაგაინტერესებთ