„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის თქმით, 11 მაისი აქციაზე ყველა ის პირი უნდა მივიდეს, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატავად არ გამოსულა.
„მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქციაზე არ ყოფილან მოვიყვანოთ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.