ჩვენი საამაყო სპორტსმენები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამას აკეთებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც ორი წლის წინ შენგელია და კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს

ჩვენი საამაყო სპორტსმენები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამას აკეთებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც ორი წლის წინ შენგელია და კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს
მინდა, ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამ ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და მოღალატეებად შერაცხეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა წევრმა მოღალატეებად შერაცხა საამაყო ადამიანები.
„შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები რას აკეთებდნენ მაშინ და ახლა. გახსოვთ თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მოღალატეებად შერაცხეს საამაყო ადამიანები. იგივე ადამიანები ახლა ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ და სხვა სპორტსმენებზეც. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ისინი იდგებიან ჩვენ გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მინდა, პატივისცემა გამოვხატო ჩვენი სპორსტსმენის მიმართ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ზუსტად ახასიათებთ“, – განაცხადა მ.
Previous: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ სიბინძურეში გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, მთავრობა იქნება მათ გვერდით

ასევე დაგაინტერესებთ