ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს

ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს
„განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ ლიბერალური ფაშიზმის საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობის ნაწილს, რომელიც უკვე ამ ტალღამ წაგვართვა და სანამ ეს ტალღა ცუნამად გადაიქცევა, თამამი და გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, სწორედ ისეთი, როგორსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს.“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი წერს. დიმიტრი ხუნდაძე ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიო უკვე ლიბერალურ ფაშიზმს ებრძვის.
„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. გილოცავთ ყველას და ვულოცავ მთელს მსოფლიოს. განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. დღეს კიდევ უფრო მეტად ვაანალიზებთ, თუ რა საფრთხე აიცილა მსოფლიომ და განსაკუთრებით, ევროპამ. ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს. იმ ფაშიზმზე უფრო სასტიკი ლიბერალური ფაშიზმია, გაცილებით მეტს კლავს და ანადგურებს თაობებს. მეორე მსოფლიო ომში ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა, ლიბერალური ფაშიზმი კი იდეოლოგიით კლავს ასობით მილიონ ადამიანს და ანადგურებს სახელმწიფოების ეროვნულ იდენტობას.
წარმოიდგინეთ, ერთი საუკუნე გავიდა და კიდევ წყლულად ადევს იმ ფაშიზმის კვალი ევროპას. რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ლიბერალური ფაშიზმის მიერ მიყენებული გამანადგურებელი ზიანი ქვეყნებმა აინაზღაურონ? დღეს საქართველო ორივე, ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც საუკუნის წინ, ფაშიზმის წინააღმდეგ. განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ ლიბერალური ფაშიზმის საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობის ნაწილს, რომელიც უკვე ამ ტალღამ წაგვართვა და სანამ ეს ტალღა ცუნამად გადაიქცევა, თამამი და გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, სწორედ ისეთი, როგორსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს. “ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
Previous: ბრძოლა გააჩაღებინეს მამებთან შვილებს და რის გამო? რომელი იდეის ირგვლივ აერთიანებენ ჩვენს მომავალ თაობას? სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს ასწავლიან!

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ