„ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა

„ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა
„2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები.“– ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა.
„დღეს გავრცელდა ჩანაწერები, რომელთა მთავარი მოქმედი პირები არიან „ნაცმოძრაობის“ დავიწყებული სახეები. მაგალითად, ონიანი, რომელიც პირდაპირ არბევდა „ნაცმოძრაობის“ დროს აქციებს. მინაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, მგონი, ერთ-ერთია, ვინც [სთვის სასარგებლო იმ] რეზოლუციას მოაწერა ხელი. მელია, გვარამია… ეს ადამიანები შეუძლებელია, რომ შეიცვალონ. 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები.
უფრო მეტსაც გეტყვით – ეს ძალა, „ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა. ამის ფაქტებია, თუ როგორ სულდგმულობენ უცხოური ძალებით.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ