ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში

“ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში” – წერს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” ინიციირებით, შემოდგომაზე დაგეგმილი მოვლენები ნაადრევად განვითარდა, რაც სცენარის ავტორების და შემსრულებლების ლუსტრაციისა და მათი ქმედებების აღკვეთისთვის საკმარისი დროა. მეშველიანის თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია და მორიგ რევოლუციას არ დაუშვებს.
“ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში. “გამჭვირვალობის კანონმა” და მისი ინიცირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, 6 თვით ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც აბსოლუტურად საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი მოსალოდნელი ქმედებების ალაგმვისათვის! ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია, რათა არ დაუშვას მორიგი რევოლუცია! საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს გოგი მეშველიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ