კონფერენს ლიგა. 1/2-ფინალი: შეუჩერებელი ელ კააბი – “ოლიმპიაკოსი” ფინალში გავიდა

კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ოლიმპიაკოსმა“ სახლში აიუბ ელ კააბის დუბლით „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 6:2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
მაროკოელმა თავდამსხმელმა ორ შეხვედრაში ბირმინგემელებს ხუთი გოლი გაუტანა.
29 მაისს, ათენში „ოლიმპიაკოსი“ ფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება.
ოლიმპიაკოსი – ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 ელ კააბი (10), 2:0 ელ კააბი (78)