ფოტოფაქტი – დე ლიხტის გოლისას თამაშგარე არ იყო

“ბაიერნის” მცველი ნუსაირ მაზრაუი “რეალთან” მატჩის დასასრულს გატანილი გოლისას თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამას BeIN Sports-ის გრაფიკული გამოსახულება ადასტურებს.
შეგახსენებთ, ჯოშუა კიმიხის გრძელი გადაცემის შემდეგ, მატეის დე ლიხტმა ანდრეი ლუნინის კარი დალაშქრა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა, მთავარმა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა კი შეხვედრა დაასრულა.
ნამატჩევს დე ლიხტმა განაცხადა, რომ ლაინსმენმა შეცდომა აღიარა და ბოდიში მოუხადა…

ასევე დაგაინტერესებთ