კაპელო: ფეხბურთს “დორტმუნდის” სასწაული სჭირდება

1-ელ ივნისს, “უემბლიზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალი” და “დორტმუნდი” შეხვდებიან. მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკეთა:
“თქვენც კი შეგიძლიათ თქვათ, ვინაა ფავორიტი. დიახ, ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ “რეალი” “დორტმუნდს” ყველა მაჩვენებლით სჯობნის.
ახლა დიდი სენსაციები იშვიათად ხდება, თუმცა ფეხბურთს ისეთი სასწაულები სჭირდება, როგორიც “დორტმუნდია”. თუ გაიმარჯვებენ, მთელ ქალაქში ქანდაკებები უნდა დაუდგან”.

ასევე დაგაინტერესებთ