"ჩემი შვილი მკვლელია" - ჟერომ ბოატენგის დედის სკანდალური განცხადება
2021 წლის 9 თებერვალს, ჟერომ ბოატენგის მეგობარმა გოგონამ, ფოტომოდელმა კასია ლენჰარდტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოდელის მეგობრები ამაში ჟერომ ბოატენგს ადანაშაულებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ კასიას სუიციდისკენ გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უბიძგა.
თავის მხრივ ჟერომმა განაცხადა, რომ ის და ლენჰარდტი ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე დაშორდნენ და მომხდართან არანაირი კავშირი ჰქონდა.
რამდენიმე დღის წინ ბოატენგის დედამ მარტინა ბოატენგმა განაცხადა, რომ მისი შვილი მკვლელია და დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს.
"ჩემი შვილი წლების განმავლობაში ქალებზე გონებრივ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ახორციელებდა. საბოლოოდ კასია ლენჰარდტმა თავი მოიკლა,
თუმცა ჟერომს კიდევ არ სურს საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ ეს მის გამო მოხდა", - განაცხადა მარტინა ბოატენგმა.
შეგახსენებთ, ბოატენგი ამჟამად "სალერნიტანას" ღირსებას იცავს.
შენ გენაცვალე, ა ევროპელი დედა. აბა ქართელო ლიბერასტო დედიკოება გვანახეთ, როგორ მიბაძავთ და ქმრების სდაჭერის მერე უკვე, როგორ დაიწყებთ შვილების დაჭერას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.