შინეიდ ო’კონორის სიკვდილის მიზეზი ცნობილია

ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო’კონორის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ცნობილი გახდა. როგორც გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Guardian წერს, შინეიდი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ბრონქიალური ასთმისგან გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ შინეიდ ო’კონერი 2023 წლის ივლისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერალი ცნობილი 1980-იან წლებში ალბომით, The Lion and The Cobra-თი გახდა, მსოფლიო დონის პოპულარობა კი 1990 წელს, Prince-ის სიმღერის,”Nothing compares 2 U-ს ქავერით მოიპოვა.
მის გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე, 2022 წლის იანვარში ო’კონორის 17 წლის შვილმა თავი მოიკლა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)