ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: “დორტმუნდი” ოთხჯერ ძელმა იხსნა და პარიზშიც გაიმარჯვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ გასვლაზე პსჟ 1:0 დაამარცხა და 11 წლის შემდეგ ფინალში გავიდა.
სახლში 1:0 მოგების შემდეგ „ბორუსია“ დაცვაში არ ჩადგა, შეხვედრა ლამაზი სანახავი იყო, სწრაფ ტემპში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მბაპეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ჰუმელსმა დაბლოკა, საპასუხო იერიშისას კი ადეიმის გატანა მეკარე დონარუმამ არ დაანება.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზაირ ემერიმ ორიოდ მეტრიდან კობელის კარის ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო ცოტა ხანში „დორტმუნდი“ თავურით ჰუმელსმა დააწინაურა. აქედან მოყოლებული „პარი სენ ჟერმენი“ შტურმზე
გადავიდა და გერმანული გუნდი ისევ ძელმა იხსნა, ამჯერად მენდეშის დარტყმის შემდეგ. მერე მბაპეს კობელმა არ გაატანინა, მარკინიოსის თავურმა ვერ უწია მიზანს, მბაპემ და ვიტინიამ ბურთი ხარიხას გაარტყეს და მატჩი 0:1 დასრულდა.
მეორე ფინალისტი დღეს მადრიდში „რეალისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრაში გაირკვევა.
პსჟ – დორტმუნდი 0:1
გოლი: ჰუმელსი (50)
როდის იყო ფულის ტომრები ფეხბურთს თამაშობდნენო თქვა იოჰან კრუიფმა. ტიპმა მილიარდები დახარჯა და შედეგი არ აქვს. ან რა ნახევარდაცვა ყავს? კიტეიშვილი იყიდე ხელაიფ არავისზე ნაკლები არ არის მაგ გაპიარებული ნახევარმცველებიდან. პ.ს. ჩვენი როა მაგიტო არ ვამბობ, ვინც შტურმის თამაშებს უყურებს დამეთანხმება.
რო კითხო ფრნაგებს თუ იმ ვიღაც შეიხს, ვარსკლავურ გუნდ აკეთებენ მერამდენე წელია და გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი არ ყავს გუნდს, ჰოოდა აგერ შედეგიც.
კვარა და ოსი პსჟ-ში, თორე მარტო ოსი არ ეყოფა