უსამართლობა თუ კანონზომიერება? – “ჟირონას” შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა აუკრძალონ

“ჟირონა” შეიძლება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვან, – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
კატალონიურმა კლუბმა უკვე მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება უეფამ უნდა დართოს.
საქმე ისაა, რომ “ჟირონა” ნაწილობრივ City Football Group-ის (CFG) წევრია, რომელშიც აგრეთვე “მანჩესტერ სიტი” შედის, კლუბებს გარკვეული საერთო აქტივები გააჩნიათ, რაც ფეხბურთელთა იჯარას და ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ფიფას რეგლამენტის მიხედვით კი საერთო მფლობელის მქონე გუნდებს ერთ ევროტურნირზე თამაშის უფლება არ აქვთ.
უპირატესობა იმ კლუბს მიენიჭება, რომელიც თავის ქვეყნის ჩემპიონატში უფრო მაღალ
ადგილს დაიკავებს, თუ ჩემპიონატზე ერთი და იმავე პოზიციას დაიკავებენ, მაშინ გათვალისწინებული იქნება უეფას რეიტინგში მათი კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას “სიტი” მიიღებს.
იმ შემთხვევაში თუ “ჟირონა” ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვეს, საეჭვოა ევროპა ლიგაზე გადაიყვანონ – კლუბს უეფას ფინანსური კონტროლის კომიტეტში იმის დამტკიცება მოუწევს, რომ “სიტისთან” არავითარ კავშირში არ იმყოფება.